გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში მუსლიმებმა მარხვის
დასრულება აღნიშნეს. სოფლის რიტუალების სახლში, რომელიც 2011 წელს
აშენდა, ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ.
ისინი ერთი თვეა მარხულობენ. ერთი თვის განმანვლობაში საკვებს,
მხოლოდ, ღამის 9 საათზე და გამთენიისას, დილის 4 საათზე ჭამდნენ.
მარხვის პედიოში აკრძალულია ღორის ხორცის და ალკოჰოლის მიღება.
მარხვის დასრულებას სოფლის მეჩეთში სოფლის თავკაცი თეიმურაზ აღჩანოღლი
უძვება, რომელიც ლოცვის შემდეგ ადგილობრივ ახალგაზრდებს რელიგიურ
ტრადიციებზე ესაუბრება.
სოფელში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ უმრავლესობას აზერბაიჯანელები
წარმოადგენენ. თედოწმინდაში ცხოვრობენ ქართველები და ოსებიც.
ვახშმობისას ერთმანეთს მარხვის დასრულებას უცლოავენ. ყველა ოჯახი,
ინფივიდუალურად, ფინანსურად ეხმარება გაჭირვებულ ოჯახს.
იდენთიფიცირებას არ ახდენენ.
რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.