ძლიერი ქარი, წვიმა და მცირედი სეტყვა მოვიდა სოფელ ვარიანში.
ადმინისტრაციულ თემში ,,ქარბორბალამ" ჯერ სოფელ ახალდაბას
გადაურა.
ქარის შედეგად გორი-ვარიანის გზაზე ჭადრებს ტოტები მოსტყდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რამაზ როსტომაშვილი
აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეტყობინება საცხოვრებელი სახლების
დაზიანების ან მოსავლის განადგურების შესახებ, არ შესულა.