ლადო ხინჩეგაშვილი 2019 წლის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა
ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2019 წლის ევროპულ
თამაშებზე ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან
დამარცხდა. ისინი ერთმანეთს 65 კგ წონით კატეგორიაში
დაუპირისპირდნენ.
ალიევისა და ხინჩეგაშვილის ორთაბრძოლა 27 ივნისს 10:2 დასრულდა.
ხინჩეგაშვილი და ალიევი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2016 წელს, რიოში
გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე დაუპირისპირდნენ. მეოთხედფინალში ალიევი
5:3 დამარცხდა. ხინჩეგაშვილი კი, შემდეგ ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
იმ წელს ისინი 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
შემდგე, ხინჩეგაშვილი და ალიევი 61 წონით კატეგორიაშიც შეხვდნენ
ერთმანეთს. მეორე შეხვედრაზეც აზერბაიჯანელი მოჭიდავე დამარცხდა.