მე - 4 დღე - ზოგადი უნარების გამოცდაზე გორში 3 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეოთხე დღეს გორის საგამოცდო ცენტრში 3
აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
ამის შესახებ qartli.ge-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ
გვერდწითელმა განუცხადა. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში
აბარებენ.
პირველ სესიაზე 587 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, ხოლო მეორეზე
585.
ხვალ კი, აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენებში ჩააბარებენ.