წელს შიდა ქართლში უგზო-უკვლოდ 3 მოქალაქე დაიკარგა
2019 წლის 1 იანვრიდან ივლისამდე შიდა ქართლის ტერიტორიიდან 3 მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებშია მოცემული, რომელიც შს სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, 3 მოქალაქედან ერთი უკვე ნაპოვნია. დანარჩენ ორს ისევ ეძებენ.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, პოლიცია უგზო-უკვლოდ დაკარგულად სულ 123 მოქალაქეს თვლის. მონაცემები 1973 წლიდან მოყოლებული 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

1973 წლიდან მოყოლებული შიდა ქართლის ტერიტორიაზე სულ 387 ადამიანი დაიკარგა. აქედან 264 მოძებნეს.
Print