გორში სილამაზის სალონი გაქურდეს
12:21 / 10.08.2019
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სილამაზის სალონი გაქურდეს.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 50 ლარი. ადგილზე პოლიცია მუშაობს.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.