ახალი ამბები
რუსული ტანკების სვლა გორისკენ - 11 აგვისტო
2008 წლის 11 აგვისტოს, გამთენიისას, ბატალიონი „ვოსტოკი“ ნიქოზიდან გორისკენ დაიძრა. მძიმე ტექნიკას გვერდით რუსული არმია მიუყვებოდა, მათ შორის — „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტიც, რომელიც მომხდარს ადგილზე აკვირდებოდა.

მისი წერილის მიხედვით, კოლონა მოძრაობდა საბჭოთა პერიოდის რუკაზე მონიშნული გზებით. მაგრამ, რუკაზე აღნიშნული ბილიკების ნაცვლად, ტანკებს წინ ხვდებოდათ ხეხილის ბაღები და ხორბლის ყანები.

როგორც ფოტომასალიდან ჩანს, ბაღებსა და მინდვრებში დარჩა — გადათელილი ნარგავებით და განადგურებული მოსავლით.



ფოტოზე: ,,ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო

ეს ის ბატალიონი იყო, რომელიც სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს გადააწყდნენ.

შეტაკებისას 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.







ზემო ნიქოზის მხრიდან წამოსულმა ბატალიონმა ზემო ხვითი გაიარა. აქ ტყვედ ორი ქართველი მწყემსი აიყვანეს, სასტიკად სცემეს და ქართული ჯარის ადგილსამყოფელის შესახებ, ინფორმაციას სთხოვდნენ.







ბაბჩენკოს ფოტოებში ისიც ასახულია, რომ სატანკო ბატალიონს საჰაერო მხარდაჭერაც ჰქონდათ. ორი ვერტმფრენი ტერიტორიას აკონტროლებდა.


ბრძოლა შინდისთან





11 აგვისტოს, საღამოს 20:30 წუთზე, რუსულმა არმიამ გორთან ავტობანი გადაკეტა. საქართველოს ორი მხარე - აღმოსავლეთი და დასავლეთი მხარე ერთმანეთს მოწყდა. 12 აგვისტოს კი, გორი დაიკავეს.
Print