რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ არცევთან რუსმა სამხედროებმა 40-წლის მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას ოსური სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. 1979 წელს დაბადებული გელა ჯავახიშვილი სოფელ ფლავისმანში ცხოვრობს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ჯავახიშვილი იმყოფებოდა ზემო არცევის ტერიტორიაზე. ზემო არცევი ოკუპირებული სოფელია.

,,რესის" ცნობით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამიტომ ჯარიმის გარეშე 14 აგვისტოს გაათავისუფლეს.
Print