ერგნეთის ნაცვლად ჩორჩანა - IPRM-ის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა იგეგმება
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ცხინვალის საოკუპაციო
რეჟიმის წარმომადგენლებს შორის IPRM-ის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა
იგეგმება.
შეხვედრა ერგნეთის ნაცვლად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში
გაიმართება.
ჩორჩანაში იმყოფებოდნენ ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი და
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომლებმაც ადგილზზე
მყოფ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები
გამართეს.