გორში, 18-წლამდე ასაკის მოზარდი გოგონა დაუმორჩილებლობის მუხლით
დააკავეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით,
გოგონა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რადგან დედის
შემდეგ, სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებსაც მიაყენა.
პოლიციელები ერთ-ერთ ოჯახში, დედისა და შვილს შორის წარმოშობილი
კონფლიქტის გამო, იმყოფებოდნენ. კონფლიქტის დროს, პოლიცია დედამ
გამოიძახა.
მოზარდი გოგონას საქმე გორის სასამართლომ განიხილა. 29 აგვისტოს
გადაწყვეტილებით, გოგონას დედის მიმართ შემაკევებელი ორდერი
გამოუწერეს.