ახალი ამბები
ავტობანზე დატოვებულ თეთრ ცუგას ახალი პატრონი გამოუჩნდა (VIDEO)
ავტობანზე, ხაშურთან ერთ-ერთმა მოქალაქემ ლეკვი იპოვა, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული. მანქანაში ჩაისვა და ახლო-მახლოდ თავშესაფარი და ცხოველთა დამცველები მოიკითხა.

ურჩიეს, რომ ლეკვი კლინიკა ,,მარკოში" ცხოველთა დამცველთან ირმა მთიულიშვილისთვის მიეყვანა.

ირმა მთივლიშვილი: ,,რამდენიმე დღის წინ, საღამოს საათებში დაგვირეკეს კლინიკაში და გვითხრეს, რომ ნაავარიებელი ძაღლი იყო ხაშურის ავტობანზე, რომელსაც დახმარება ესაჭიროებოდა. ვიფიქრე, თბილისში წავაყვანინებ-თქო, მაგრამ გვიანი იყო და გადავწყვიტე პირველად დახმარებას აქ აღმოვუჩენდით. ძაღლი თავშესაფრისთვის იყო განწირული. მეც ვფიქრობდი რომ წაეყვანათ, რადგან ჩვენ ძაღლის დატოვების საშუალება არ გვქონდა, რადგან მე პირადად 16 ძაღლს ვუვლი." - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ცუგას დატოვება, ძირითადად, მისმა შვილმა, მარიამმა მოითხოვა. მარიამი ურჩევს მოქალაქეებს, რომ ძაღლებს ნუ მიატოვებენ, განსაკუთრებით, კი გზებზე სასიკვდილოდ ნუ გაიმეტებენ.

 

 


Print