გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მეთევზეებმა ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილია 77-წლის ქალბატონი, რომელსაც ოჯახის წევრები თითქმის
მთელი დღე ეძებდნენ.
მეთევზეებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი გუშინ გვიან საღამოს მდინარის
ნაპირზე ნახეს. მაშინვე პოლიციას შეატყობინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი გორიდან დინებამ გარიყა. გამოძიება
მიმდინარეობს.