ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს
ცხინვალის იზოლატორიდან 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ესენია კოდისწყაროელი რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი, გრემისხეველი - დავით მიშელაშვილი.

ისინი სამხარეო პოლიციის შენობაში დასაკითხად მიიყვანეს.

რაც შეეხება მეოთხე მოქალაქეს, ის კვლავ ცხინვალში რჩება. ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყო გამოძიება.

ოსური მედია აცხადებს, რომ ექიმმა ე.წ. საზღვარი განზრახ გადაკვეთა. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ იზოლატორში დარჩენილი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Print