გორის ციხის მიმდებარედ 60-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი
გამვლელებმა ნახეს.
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხედარი გორის პროზექტურაში
გადაასვენეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის
პრობლემები ჰქონდა.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს, გამოძიება ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ,
დაადგენს.