ქარელის პოლიციამ სიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 23-წლის მამაკაცი დააკავა.

ამის შესახებ Qartli.ge-ს შსს-ს პრესსამხურში განუცხადეს.

წინასწარი ინფორმაციით ცოლის ძმამ სიძე სახლის სარდაფში ნაჯახით მოკლა, შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 6 დეკემბერს მოხდა. შსს ფაქტს სსკ 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით იძიებს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა სამტრედიაში გადაასვენეს. 22-წლის ვალერი ჭიქაშუა დირბში, მეუღლის მშობლიურ სახლში, მეგობართან ერთად, იმყოფებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, ბიჭები ბაჩანა ცენგირაშვილის სარდაფში ქეიფობდნენ. გარდაცვლილი ვალერი ჭიქაშუა ბაჩანა ცენგირაშვილის სიძე იყო. გარდაცვლილს ორ მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
Print