ხაშურის შესასვლელში ტრაილერი და 2 მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა
ხაშურის შესასვლელში ტრაილერი 2 მანქანას დაეჯახა. შემთხვევა შუადღეს
მოხდა.
ავტოავარიის დროს დაზიანდა სხვა 2 მსუბუქი ავტომანქანა. მსუბუქად
დაშავდა 2 ადამიანი.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ
წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
ვადით სამ წლამდე ან უამისოდ