ახალი ამბები
ცხინვალის სკოლებში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინი გამოაცხადეს
2020 წლის 22 იანვრიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მოქმედ სკოლებში კარანტინი გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

სააგენტო ,,რესთან" საუბარში, დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაკვეთილო პროცესებს არ ესწრება დაახლოებით 80%.

”გაირკვა, რომ რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო საბავშვო ბაღებში ბავშვების რაოდენობა არ აღემატება 20% -ს. გადაწყდა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს 2020 წლის 22 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით" - განაცხადა კოჩიევმა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 3-დან 19 იანვრამდე აღინიშნა გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემთხვევების ზრდა, სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობამ 429 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 330 პაციენტი არის 15 წლამდე ასაკის ბავშვები.
Print