ახალი ამბები
გორის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეს ,,დანა-კასტეტი" უპოვეს
გორის ერთ-ერთ სკოლაში მერვლეკლასელ ბიჭს დანა და ე.წ. კასტეტი უპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია qartli.ge-ს სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სკოლა კომბინატის დასახლებაში მდებარეობს.

დირექტორის განცხადებით, მომხდარის შესახებ საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს, რის შემდეგაც, მოზარდი და მშობელი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
Print