ახალი ამბები
ცხინვალში პურის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
მძღოლმა, რომელსაც პური ცხინვალის რაიონის სოფელ თირში მიჰქონდა, ხელის დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შემთხვევა დილით 10-ის ნახევარზე მოხდა. ცხინვალის პურის კომბინატის კუთვნილს მანქანას, დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაუჩნდა.

ცხინვალის პურკომბინატიდან პურით დე-ფაქტო რესპუბლიკის თითქმის ყველა რაიონი ორ დღეში ერთხელ მარაგდება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვეაა, როდესაც მანქანას ცეცხლი უჩნდება. გასულ კვირას მანქანას ცეცხლი ცხინვალის რაიონის ფრისში გაუჩნდა.
Print