იტალიიდან ჩამოსული ქალი, რომლის გამოჩენას გორის ქუჩებში განგაში
მოყვა, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ მის შესახებ
qartli.ge-ს დაავადებათა ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის
წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ქალბატონი ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და არ
დაურღვევია წესები.
8 მარტს საღამოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა გარეთ. სოციალური ქსელის
მომხმარებელი წერდა, რომ გასატარებელი იყო შესაბამისი ზომები:
qartli.ge დაუკავშირდა პოსტის ავტორს, რომელიც აცხადებს, რომ
იტალიიდან ჩამოსული ქალბატონი ნამდვილად გახლდათ გარეთ და გადაღებული
აქვსს ფოტოც, თუმცა არ მოგვაწოდა.
საქმე იმაშია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში
დაინფიცირებულ პირთა უმრავლესობა იტალიიდან ჩამოვიდა.