,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში პირბადეებს,
სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს უფასოდ არიგებენ.
ენმ-ის საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ
აღნიშნული ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში
დაწყებული აქციის გაგრძელებაა .
,,გორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გარსევანიშვილის N1,
დაიწყო სამედიცინო პირბადეების, ანტიბაქტერიული ხსნარის და
ხელთათმანების დარიგება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელებაა მიხეილ
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის. გისურვებთ
ჯანმრთელობას.''- ამბობს ,,ენმს" წევრი ბადრი ბასიშვილი.
საქართველოში 27 მარტის მდგომარეობით კორონავირუსის დადასტურებული
შემთხვევა - 81-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ცენტრის ცნობით, მათ შორის გამოჯანმრთელებული არს 13
პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობას 247 ადამიანს უწევენ.