ახალი ამბები
ქარელის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქე არ შეუშვეს
10:21 / 29.05.2020
ქარელის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც კულტურის სახლში მიმდინარეობს, ანი ბალიაშვილი არ შეუშვეს.
ამის მიზეზად ადგილების უქონლობას ასახელებენ. ანი ბალიაშვილი რუისის მკვიდრია.
სხდომაზე რუისის მიწების გასხვისების საკითხს იხილავენ.