ხოვლეში გველებთან საბრძოლველად სოფლის რწმუნებულთან გადაამისამართეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ერთი ოჯახის ეზოში 3 გველი
ნახეს.
ფოტოები ოჯახის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ოჯახის
წარმომადგენლის თქმით, ფაქტის შესახებ 112-ს შეატყობინა, სადაც
ურჩიეს, რომ საქმის კურსში სოფლის წარმომადგენელი ჩაეყენებინათ.
საბოლოოდ, ოჯახმა სპეციალური წამლის შეძენა თავადვე მოახერხა და
ქვეწარმავლებისგან სახლის გათავისუფლება შეძლო.
მოქალაქე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყურადღებით იყვნენ, რადგან
გველი საკმაოდ მომრავლებულია.