ახალი ამბები
ბუღაურაში 3 მგელი ნახირს თავს დაესხა
სურამში-ბუღაურას დასახლებაში, 3 მგელი თავს ნახირს დღის საათებში დაესხა. ამის შესახებ qartli.ge-ს ხარაიშვილებმა განუცხადეს.

დაგლეჯილია 3 მსხვილფეხა პირუტყვი, ზარალი კი 3 ათას ლარზე მეტია.

საქონელი ხარაიშვილების ოჯახს ეკუთვნის. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მგლები დასახლებას თავს ესხმიან.

ისინი შესაბამისი ორგანოებისგან ნადირობის დაწყებას და მგლების მოკვლას ითხოვენ.
Print