კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროში მოსახლეობა წყლის
გაუმჯობესებას ელის. მერიის ბიუჯეტის დაფინანსებით, 15-ტონიანი
რეზერვუარი კეთდება.
სოფელში 50-მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა ერთი საუბნო წყაროში
სარგებლობს, ხოლო ჭა მხოლოდ ორ ოჯახს აქვს.
მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ
ყველა ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. სამუშაოების
ღირებულება 308 175 ლარს შეადგენს.
ჭაბურღილის მშენებლობა კომპანია სს "სპეცჰიდრომშენმა" უკვე დაამთავრა,
ამჟამად, რეზერვუარს აწყობენ.