კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 1 კმ-იანი მილი დაზიანდა,
რომლითაც ნაკარვალების უბანი სასმელი წყლით მარაგდებოდა. ამის შესახებ
ქარტლი.გე-ს დოესიდან აცნობეს.
როგორც ირკვევა, მილი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი აღდგენა
შეუძლებელია. კასპის მუნიციპალიტეტის ბალანსზე შექმნილი ორგანიზაცია
,,სოფლის წყალის" დირექტორი არ განმარტავს, რის გამო დაზიანდა 1
კმ-იანი მილი.
ამჟამად, კასპის მერია დაახლოებით 5 ათასი ლარი გამოყო ახალი მილის
შესაძენად.
უნდა აღინიშნოს, რომ ნაკარვალების უბანში სასმელი წყლის ქსელი 2016
წელს გამოიცვალა. იმ პერიოდში, გამგეობამ 81 ათასი ლარი გამოიყო
აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციის მიზნით.