ახალი ამბები
პატრიოტთა ალიანსმა გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კობა მაზანაშვილი წარადგინა
გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის კობა მაზანაშვილი იბრძოლებს, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა გუშინ თბილისში წარადგინა.

მაზანაშვილი დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა დაასახელეს. კანდიდატები 8 სექტემბერს, "საქართველოს მატიანეს" მონუმენტის წინ გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს.

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ "პატრიოტთა ალიანსთან" ერთად საპარლამენტო არჩევნებზე "მემარცხენე ალიანსი" იბრძოლებს.

კობა მაზანაშვილი მე-6 კანდიდატია იმ წევრებს შორის, რომლებიც გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდნენ. მონაწილეთა სია ასეთია:

ლევან თარხნიშვილი - ევროპული საქართველო
ბადრი ბასიშვილი - გაერთიანებული ოპოზიცია
გიორგი ხოჯევანიშვილი - ,,ქართული ოცნება"
ნანა აღორძინება - თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა
პაპუნა კობერიძე - ლელო საქართველოსთვის
კობა მაზანაშვილი - პატრიოტთა ალიანსი.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, საინიციატივო ჯგუფმა კიდევ ერთი კანდიდატურის შესახებ განაცხადი შეიტანეს. ლევან ჩხიკვაძის კანდიდატურას რეგისტრაციაში მას შემდეგ გაატარებენ, როდესაც საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებსაც წარადგენს.

 

Print