ახალი ამბები
გორში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს
გორში კომბინატის დასახლებაში მამაკაცი მოკლეს. ამ წუთებში ანწუხელიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

სავარაუდო დამნაშავე ცნობილია - იუწყება პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

,,გორმედში" აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რადგან სამედიცინო პერსონალს უკვე ცხედარი დახვდა.

წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობა ცივი იარაღით არის მიყენებული.

Print