გორში, წმინდაწყალზე, სამშენებლო მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე
პოლიციის ეკიპაჟები და სახანძრო ბრიგადის თანამშრომლები მივიდნენ.
მაღაზიის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად ძლიერი
დაკვამლიანებისა, სერიოზული ზიანი მაღაზიას არ მიუღია. წინასწარი
ინფორმაციით, ჭერში მოკლე ჩართვა მოხდა.