ავარიის დროს დაშავებულ 4 წლის ბავშვს კატასტროფის ბრიგადა თბილისში გადაიყვანს
გორის შესასვლელთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბებია და 4 წლის შვილიშვილი კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. ორივე პაციენტს აღენიშნება ტრავმული დაზიანებები.

კლინიკის წარმომადგენლის ცნობით, გამოძახებულია კატასტროფის ცენტრის ბრიგადა თბილისიდან და 4 წლის გოგონას სპეციალიზირბულ ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა გორის შემოსასვლელთან. თხევადი აირის გადამზიდ სატვირთოს უკიდან მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.


Print