20 ოქტომბერი: კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 15
საქართველოში 20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის
1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა
რაოდენობა 19857-ს შეადგენს. გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს
1420 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.