გორის ცენტრში პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ფაქტის დადგენას ცდილობს
გორის ცენტრში პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები
ჩაატარეს.
მობილიზებული იყო რამდენიმე ეკიპაჟი, რომლის წევრები ერთ-ერთი
კორპუსის ეზოში შევიდნენ. საქმე სავარაუდო დანაშაულის ფაქტს ეხება,
რომლის დადგენას გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ცდილობენ.
შს სამინისტროს თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს. შს სამინისტროს
პრესსამსახურში გვითხრეს, რომ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.