ახალი ამბები
,,გორმედის" კოვიდკლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია'' - ადმინისტრაცია
,,გორმედის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში არსებული 135 საწოლიდან ყველა დაკავებულია. ამის შესახებ კლინის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 135 პაციენტიდან მართვით სუნთქვაზე 4 პაციენტი იმყოფება. მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

,,აღნიშნული პაციენტი ასაკოვანია და კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.''- აღნიშნავენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 125 შემთხვევა დადასტურდა, ქვეყანაში კი - 1709. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი. 20 პაციენტი გარდაიცვალა.

შიდა ქართლში კასპის საავადმყოფოც დაკეტილია, გუშინ, მედპერსონალი და საავამდყოფოში მყოფი პირები კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების გამო, ყველა პირს შესვლა და გასვლა აეკრძალა.
Print