გორში არასრულწლოვნებმა მანქანა და ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს
ორმა არასრულწლოვანმა ჯერ გორის ცენტრალურ მოედანზე მდგარი მანქანა,
შემდეგ კი, ამ მანქანით ჩარიცხვის აპარატი გაიტაცა. შს სამინისტროს
ცნობით, ორივე არასრულწლოვანი იდენტიფიცირებულია.
შემთხვევა 3 ნოემბერს, დილის 1-დან 2 საათამდე მოხდა.
როგორ მოახერხეს მანქანის გატაცება, ან ჩარიცხვის აპარატის გატაცებით,
რა ზიანი მიადგა კომპანიას, ამის შესახებ შს სამინისტროში კომენტარს
არ აკეთებენ. არასრულწლოვნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ
დაწყებულა.