ლიკვიდირებულია ხანძარი, რომელიც გორში თავზიშვილის ქუჩაზე
გაჩნდა.
საცხოვრებელი სახლის სათავსოს ცეცხლი წაეკიდა.
მეხანძრეების თქმით, ერთსართულიან სახლში ხანძრის დროს, არავინ
იმყოფებოდა.
სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს. დამწვარია დაახლოებით 30
კვ.მ ფართის სათავსო.