ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 141 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 141 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო დაინფიცირდა - 232.

ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სულ გაგზავნილი იყო 366 სინჯი.

,,რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში არის 2858, მათ შორის - 902 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალების არც ერთი ფაქტი დადასტურდა.

თვითიზოლაციაშია 1614 პირი. დღეს თვითიზოლაცია კი მოეხსნა 104 პირს.

 

Print