ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 134 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი
შიდა ქართლის რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 46 სინჯიდა, 20 მათგანზე პასუხი კორონავირუსზე დადებითია.

ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 134 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 წელს გადაცილებული მამაკაცი.

ამ ეტაპზე რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობაა 4806, მათ შორის 1203 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის.

თვითიზოლაცია მოეხსნა 108 პირს, 1305 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
Print