ოკუპირებულ სოფელ დმენისში 72-წლის მამაკაცი მანქანაში დაიწვა.
ფაქტთან დაკავშირებით დე-ფაქტო შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა დღეს
ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 1949 წელს დაბადებულმა
მამაკაცმა თავი დაიწვა.
მანამდე ვრცელდებოდა ვერსია იმის შესახებ, რომ ხუბულოვების ოჯახში,
მამაკაცი მანქანაში ჩაკეტეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.
შემთხვევა 4 იანვარს, შუადღეს ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში
მოხდა. სახანძრო ბრიგადა ადგილზე მაშინ მივიდა, როდესაც ვაზ 2107
მარკის ავტომანქანა ნახევრადდამწვარი იყო. მაშველებმა მანქანის უკანა
სალონში მამაკაცის ცხედარი ნახეს.
დმენისი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს.