დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის
05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. ახალი წლის ღამის
მსგავსად, შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც
ქვეითად, ისე ავტომობილით.
ამასთან, როგორც საკოორდინაციო საბჭოში განმარტავენ, მთელი ქვეყნის
მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა
კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს
წარმოადგენს.
ამ გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას
მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული
ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.