გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქივში დაცული ფოტოების
გაციფრულება დაიწყო.
ორგანიზაცია
,,საქართველოს ლურჯი
ფარის ფონდმა'' რამდენიმე
ფოტო უკვე გამოქვეყნდა.
მთავარი ფოტო გადაღებულია 1935 წელს და როგორც ,,ლურჯი ფარის"
წარმომადგენლები აცხადებენ, ამ დროს მიმდინარეობდა პედაგოგთა
კონფერენცია.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოტოების გაციფრულება "გორის კულტურული
მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა" პროექტის
ფარგლებში ხორციელდება.
ფოტოზე: სოფელ ხურვალეთის დაწყებითი სკოლა, 1929
წელი
,,აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გორის მუზეუმისა და
შიდა ქართლის 12-მდე მუზეუმის კატასტროფის რისკისთვის მზადყოფნასა და
მართვას და გორის მუზეუმის კოლექციების დაცვის პირობების
გაუმჯობესებას.'' - აღნიშნავენ ფონდში.
გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ისტორია 1935 წლიდან იწყება და
დღესდღეობით აქ დაცულია 90 000-ზე მეტი ექსპონატი: არქეოლოგიური და
ეთნოგრაფიული არტეფაქტები, ფოტო, კინო და აუდიო არქივი, ხელნაწერი და
ეპიგრაფიკული ძეგლები.
ფოტოზე: სოფელ ვანათის სკოლა, სკოლის მასწავლებელი,
მოძღვარი იოანე ლუკაშვილი, 1909 წელი
პროექტის პარტნიორები არიან: გორის მუნიციპალიტეტი; საქართველოს
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; თავდაცვის
სამინისტროს ეროვნული გვარდია.
ფოტოზე: გორის სასულიერო
სემინარიის სიმღერის გუნდი. 1892-1893 წ.წ. უკანა რიგში, მარცხნიდან
მეოთხე - იოსებ ჯუღაშვილი