ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 676 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 257 632-ს.
გამოჯანმრთელდა 1 441 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა - 248 537-მდე.
გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა - 44, იმერეთი - 139,
ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 72, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი
-20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910,
საიდანაც: 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 338, აჭარაში - 192, იმერეთში - 513. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში - 263, აჭარაში
- 45, იმერეთში - 148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175
პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში- 2, იმერეთში - 13. 311
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 -
თბილისში, 94 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 2 905 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 110
სულ 6 ოქტომბრიდან - 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 179 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 10 423 პირი, აჭარაში - 815, იმერეთში - 1 507.