ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490
კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 249 709-მდე. ხოლო გარდაცვალების 16 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3
194 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 351-ს.
ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86
შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21,
გურია-3, სამეგრელო - ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6,
სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422,
საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში-1 321, აჭარაში-186, იმერეთში-499. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში-252,
აჭარაში-46, იმერეთში-147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162
პირი, მათგან თბილისში-121, აჭარაში-4, იმერეთში-16. 268 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -თბილისში,
81-აჭარაში, 11-იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში-202, ხოლო აჭარაში - 123.
სულ 6 ოქტომბრიდან - 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-22 269 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის
თბილისში-9 715 პირი, აჭარაში-775, იმერეთში-1 538",- განაცხადა
ბერდია სიჭინავამ.