1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტები იმუშავებს
შაბათ -კვირის გარდა.
დღეიდან საქართველოს 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც განახლდა, ასევე,
შაბათ-კვირის გარდა.
"იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას
მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება,
მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე,
იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა
ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები,
კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს
არის შაბათ-კვირის შეზღუდვა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოში, ახალი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში,
შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა.