კომპანია ,,იბოლიამ'', რომელსაც საავტომობილო გზების მე-11 ზონაში
გზების მოვლა-შენახვა ევალება, 20 მლნ ლარი უკვე აითვისა.
ხელშეკრულების ვადის დამთავრებამდე კი, 110 დღე დარჩა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის,
იოსებ მაკრახიძის კომპანიის ანგარიშზე დამატებით 2 მლნ ლარის
გადარიცხვას აპირებს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ახალი ტენდერის
დამთავრებამდე მინიმუმ ორი კვირა დარჩა, შესაბამისად, ,,იბოლია''
დარჩენილ ორ კვირაში 2 მლნ მიიღებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მე-11 ზონაში შედის გორის,
კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, მცხეთის, ხარაგაულისა და
საჩხერის მუნიციპალიტეტებში შემავალი გზები.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2019 წლის მაისში გაფორმდა, კომპანია
,,იბოლიას" მხოლოდ 2021 წელს, იანვრიდან მაისამდე 3 მლნ ლარი უნდა
აეთვისებინა, თუმცა ეს თანხა იანვარშივე დახარჯა.