გორში, 27 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
ახალგაზრდა ქალი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს
დილით, ვერხვების დასახლებაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 -ე პრიმა მუხლის მეორე
ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს - ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის,
ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების
დარღვევა - რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.