2021 წლის იანვარში, გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლებმა 13 ადამიანი დააკავეს.
13-დან 2 მოქალაქე დე-ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევეს. ერთს კი
გაფრთხილება მიცეს.
რაც შეეხება დანარჩენ 10 ადამიანს, მათგან 9 პირი, ,,სასაზღვრო
რეჟიმის" დარღვევის ფაქტზე, დააჯარიმეს.
ერთის მიმართ კი, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით,
სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.