ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 5 631 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.63%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 916-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 8
ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306
პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 150,
ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი -
7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809,
საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 996, აჭარაში - 172, იმერეთში - 464. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 480 პირი, მათ შორის, თბილისში - 203, აჭარაში
- 48, იმერეთში - 117. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 127
პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 6, იმერეთში - 17. 301 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 162 - თბილისში, 128 -
აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 119.
სულ 6 ოქტომბრიდან - 8 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 683 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 970 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 685 პირი, აჭარაში - 723, იმერეთში - 1 389", -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.