ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საერთო ჯამში კორონავირუსით 2 901 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.

ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. ინფორმაცია მედიას ე.წ. რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ მიაწოდა.
⁣⁣⠀
ბოლო 24 საათში სულ 58 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.
⁣⁣⠀
,,ამ დროისთვის ჯამში გამოჯანმრთელებულია 2067 ადამიანი. 834 ადამიანი რჩება სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობაში,'' დასძინა მან.
⁣⁣⠀
პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, სანიტარული დეპარტამენტის უფროსის თქმით, 16,690 ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც 2 901-მა ტესტმა დადებითი შედეგი მიიღო.
⁣⁣⠀
2021 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში შეზღუდვები შემსუბუქდა. ყველა დეპარტამენტი და ორგანიზაცია, სასწავლო დაწესებულებების ჩათვლით, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

ძალაში რჩება რეკომენდაციები მასობრივი ღონისძიებების, პანაშვიდების და მემორიალური ღონისძიებების შეზღუდვის შესახებ.
Print