ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 6 629 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 601-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 255 385-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 5
ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 311
პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 78,
ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -
13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879,
საიდანაც: 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 953, აჭარაში - 171, იმერეთში - 464. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში
- 49, იმერეთში - 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133
პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში- 6, იმერეთში - 18. 316 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 -
აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 110.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 715 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 539 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 410", -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.