ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 21 890 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 380 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 8 510 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.23%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 024-მდე.
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი
შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 113,
ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 63, გურია - 33, სამეგრელო - ზემო
სვანეთი -24, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787,
საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში
- 47, იმერეთში - 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129
პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17. 290 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 -
აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 713 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 380", -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.